მომსახურების პირობები

1. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ:

"ოპერატორი"

საფირმო სახელწოდება

შპს "ტელე1"

საიდენტიფიკაციო კოდი

405318963

მისამართი

ბელიაშვილის #145, ქ. თბილისი

წარმომადგენელი

დირექტორი

სახელი, გვარი

ლაშა ვალიშვილი

"აბონენტი"

სახელი, გვარი /სახელწოდება

 

პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი

 

მისამართი

 
2. ხელშეკრულების საგანი

2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ოპერატორი უზრუნველყოფს მეორადი მინიჭების წესით აბონენტისათვის გამოყოფილ (გაცემულ) სატელეფონო ნომერზე (მისი მეშვეობით) აბონენტისთვის ძირითადი სატელეფონო ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და სხვა დამატებითი მომსახურების გაწევას.

2.2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის აბონენტი ვალდებულია გადაუხადოს ოპერატორს შესაბამისი საზღაური, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო სადეპოზიტო (საავანსო) ანგარიშსწორების წესით.

3. ძირითადი მომსახურების პირობები

3.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითადმომსახურებას წარმოადგენს აბონენტისათვის ოპერატორის მიერგაცემულ ნომერზე ხმოვანი სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას.

3.2. აბონენტისათვის სატელეფონო ნომრის გამოყოფა/ გააქტიურება წარმოებს ოპერტორისაგან მიღებული პროგრამული უზრუნველყოფით შექმნილი ტერმინალური მოწყობილობის ინსტალაციით, რომელიც წარმოებს აბონენტად რეგისტრაციის პროცედურით.

3.3. აბონენტისათვის გათვალისწინებული სატელეფონო ნომერი, რომლის მეშვეობითაც წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისთავის იწარმოებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, წარმოადგენს: -------------

3.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ, აბონენტისათვის გასაწევ ძირითად მომსახურებაში მხარეები გულისხმობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობას (საკუთარი ან სხვა ოპერატორის დაშვების კოდის გამოყენებითა და/ან მის გარეშე) საქართველოს ეროვნულ სისტემაში შემავალ და ოპერატორის ქსელში გააქტიურებულ ნუმერაციებზე, აგრეთვე საერთაშორისო ზარის (საკუთარი ან სხვა ოპერატორის დაშვების კოდის გამოყენებით) განხორციელების შესაძლებლობასა და სააბონენტო ნომრის (შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ) ხელმისაწვდომობას ოპერატორისა და სხვა ქსელის მფლობელიპირის აბონენტებისათვის

3.5. ამ მუხლით გათვალისწინებული ძირითადი მომსახურების გაწევა წარმოებს აბონენტისათვის გამოყოფილი (ინსტალირებული) ტერმინალური მოწყობილობით, რომლის სარგებლობისათვის აბონენტის მხრიდან დაცული უნდა იყოს აბონენტად რეგისტრაციის პროცედურისას მითითებული ტექნიკური მაჩვენებლები (ინსტრუქცია).

3.6. საქართველოს კანონმდებლობით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევისას მის კონფიდენციალურობასა და გარეშე მესამეპირებისათვის არასანქცირებული ხელმისაწვდომობის დაუშვებლობას საკუთარი ქსელის ფარგლებში.

3.7. შემდგომში ყოველგვარი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გამოყოფილ სატელეფონო ნომერზე გაწეული ელექტორონული საკომუნიკაციო მომსახურებაჩაითვლება აბონენტისათვის გაწეულ მომსახურებად იმ შემთხვევაშიც, თუკი მომსახურებით უშუალოდ მოსარგებლე პირს არ წარმოადგენდეს თავად აბონენტი, მიუხედავად იმისა მესამე პირის მხრიდან მართლზომიერად განხორციელდა თუ არა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობით სარგებლობა და შედეგად ოპერტორისაგან მოთხოვილი მომსახურების მიღება.

3.8. აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევისას ოპერატორი დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებით წყვეტს ამ მომსახურების განხორციელებას, რაც გულისხმობს სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად საკუთარი არჩევანით შესაბამისი რესურსების გამოყენებას, რომლითაც გარანტირებული იქნება დისკრიმინაციისა და არასათანადო პირობების გარეშე აბონენტისათვის შესაბამისი სატელეკომუნკაციო პროდუქტის მიწოდება.

3.9. აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევა იწარმოებს იმ შემთხვევაში, თუკი ამ უკანასკნელის მხრიდან დაცული იქნება ყველა სახელშეკრულებო საპასუხო პირობა, რასაც ოპერატორი ამ ხელშეკრულებით უკავშირებს სანაცვლოდ აბონენტისათვის მომსახურების გაწევას.

3.10. აბონენტი ვალდებულია ძირითადი მომსახურებით ისარგებლოს როგორც ბოლო მომხმარებელმა.

4. დამატებითი მომსახურების პირობები

4.1. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ოპერატორი უფლებამოსილია დამატებითი შეთანხმების გარეშე გააქტიუროს და ხელმისაწვდომი გახადოს აბონენტისათვის ნებისმიერი სახის (მართლზომიერი) დამატებითი მომსახურება.

4.2. დამატებითი მომსახურება აბონენტს გაეწევა ოპერატორის მიერ დადგენილი პირობებით, რომლის შესახებაც აბონენტის ინფორმირებულობა იწარმოებს სააბონენტო განაცხადში მითითებული საკონტაქტო საშუალებებიდან ერთ-ერთისა და ოპერატორის ვებ-გვერდის მეშვეობით.

4.3. აბონენტს დამატებითი მომსახურების სახით შეიძლება მიეწოდოს მესამე პირის სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო ხასიათის მომსახურება, რომლის თაობაზეც აბონენტის ინფორმირებულობა წარმოებს წინამდებარე მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.

4.4. შემდგომში ყოველგვარი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გამოყოფილ სატელეფონო ნომერზე გაწეული დამატებითი მომსახურება ჩაითვლება აბონენტისათვის გაწეულ მომსახურებად იმ შემთხვევაშიც, თუკი მომსახურებით უშუალოდ მოსარგებლე პირს არ წარმოადგენდეს თავად აბონენტი, მიუხედავად იმისა მესამე პირის მხრიდან მართლზომიერად განხორციელდა თუ არა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობით სარგებლობა და შედეგად მოთხოვილი დამატებითი მომსახურების მიღება.

4.5. დამატებითი მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს ამ მომსახურებისათვის დადგენილი სანაცვლო პირობების დადასტურებასა და აბონენტის მხრიდან მისი შესრულების ვალდებულების კისრებას.

4.6. შემდგომში ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად დამატებით მომსახურებად მხარეები განიხილავენ ისეთ მომსახურებას, რომლის განხორციელებაში ოპერატორი ჩართულია საკუთარი პასუხისმგებლობით (რომლის შესახებ აბონენტის ინფორმირებისას მიეთითება აღნიშნულზე) და რომელიც სერვისული პაკეტით აბონენტს წარედგინება ოპერატორისაგან.

4.7. ოპერატორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს დამატებითი მომსახურების პირობები, რაც გულისხმობს საკუთარი შეხედულებით მომსახურების ფასის, მომსახურების ვადისა და სხვა დეტალების (მათ შორის მომსახურების პირობებში ცვლილებების) დამოუკიდებლად, აბონენტთან შეთანხმების გარეშე, განსაზღვრის შესაძლებლობას.

4.8. დამატებითი მომსახურების სახით ოპერატორი უფლებამოსილია შეთავაზოს აბონენტს ძირითადი მომსახურების მისაღებად და/ან მის დასაფინანსებლად საკრედიტო მომსახურება.

5. რეგრესული მოთხოვნები

5.1. მხარეები თანხმდებიან, რომ,წინამდებარე ხელშეკრულებით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ოპერატორი ხელმისაწვდომს გახდის აბონენტისათვის მის ქსელში გააქტიურებულ ყველა სახის დაშვების კოდსა თუ სხვა სახის ნუმერაციებს, რომლის მეშვეობით აბონენტს მესამე პირებისაგან გაეწევა სასყიდლიანი თუ უსასყიდლო სატელეკომუნიკაციო და არასატელეკომუნიკაციო მომსახურება.

5.2. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ წინამდებარე მუხლის 5.1-ე პუნქტში მითითებულ მესამე პირთა მიერ აბონენტისათვის გასაწევ მომსახურების ხარისხზე, სანდოობასა და ჯეროვნად შესრულებაზე ოპერატორს არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა.

5.3. ოპერატორი უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით აბონენტის ერთჯერად (ამავე მუხლის 5,4-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) სათანადო ინფორმირებულობას ქსელში გააქტიურებულ და აბონენტისათვის ხელმისაწვდომ იმ დაშვების კოდებსა და ნუმერაციების თაობაზე, რომლის მეშვეობით გათვალისწინებულია მესამე პირებისაგან სასყიდლით თუ უსასყიდლოთ სატელეკომუნიკაციო ან/და არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების შესაძლებლობა.

5.4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მუხლში მითითებული ცალკეული მომსახურების გამწევი პირების თანხმობისა და მათთან სათანადო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისაგან გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებას და შესაბამის ანგარიშსწორებას, რის თაობაზეც აბონენტს ეცნობება ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

5.5. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ოპერატორი პასუხს არ აგებს აბონენტის წინაშე ხსენებული მესამე პირთა მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევაზე. შესაბამისად, ამ მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზია არ შეიძლება წარედგინოს ოპერატორს. საფასურის გადახდის შემდგომ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ამ საფასურის უკან დაბრუნებასა და/ან გადახდილი სადავო თანხის სამომავლო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლასთან მიმართებაში პრეტენზიით აბონენტმა უნდა მიმართოს მომსახურების გამწევ სუბიექტს. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს მომსახურების გაწევის შემდგომ და გაწეულ მომსახურებას სადავოდ ხდის აბონენტი, ოპერატორთან ანგარიშსწორების ვალდებულება აბონენტს გააჩნია მანამ, ვიდრე მომსახურების გამწევი პირი და/ან სასამართლო (მათ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) არ გააქარწყლებს ანგარიშსწორების ვალდებულებას.

5.6. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აბონენტი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მიეწოდოს (გადაეცეს) ამავე მუხლის 5.1-ე პუნქტში მითითებულ იმ მესამე პირებს, რომელთა მომსახურებით ისარგებლებს აბონენტი.

5.7. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტის შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია მოთხოვოს აბონენტს ამავე მუხლის 5.1-ე პუნქტით გათვალისწინებულ, მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული ღირებულების (საფასურის) გადახდა და ამ მხრივ მიმართოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას.

5.8. შემდგომში თუ სხვა რამ არ დადგინდება, წინამდებარე მუხლში მითითებულ დაშვების კოდებსა თუ სხვა ნუმერაციაზე აბონენტის მიერ სატელეფონო ზარის განხორციელება გულისხმობს პრეზუმფციას აბონენტისათვის მომსახურების გაწევაზე.

5.9. წინამდებარე მუხლში მითითებული მომსახურება არ განიხილება ოპერატორის დამატებით მომსახურებად.

5.10. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პირობები უშუალოდ დგინდება მისი განმხორციელებელი პირის მიერ, რის გამოც ოპერატორი (ამავე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) არ არის პასუხისმგებელი მიაწოდოს აბონენტს შესაბამისი ინფორმაცია მომსახურების პირობების შესახებ.

5.11. ოპერატორი უფლებამოსილია აბონენტს წარუდგინოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე რეგრესის წესით შეიძლება იქნეს მოთხოვილი.

6. ცვლილებები მომსახურების პირობებში

6.1. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ოპერატორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად და დამატებით მომსახურების პირობებში.

6.2. საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ცვლილებების თაობაზე აბონენტს უნდა ეცნობოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.

6.3. საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შედის აბონენტის შეტყობინებიდან მე-10 დღის მომდევნო კალენდარული დღიდან, თუ ამ ვადის განმავლობაში აბონენტი წერილობით უარს არ განაცხადებს ამ ცვლილებებზე, რის შედეგადაც წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას.

6.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული, ძალაში შესული ცვლილება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, რომლის შესრულება სავალდებულოა წინამდებარე ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებისათვის.

6.5. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ მომსახურების ცვლილებად არ განიხილება სატელეფონო ზარის ტერმინაციის, სატელეფონო ზარის აკრეფისა და ტერმინალური მოწყობილობის გამოყენების წესის ცვლილება, აგრეთვე ახალი დამატებითი მომსახურების გააქტიურება და/ან არსებულის დეაქტივაცია და სხვა ისეთი ქმედებანი, რომელიც გულისხმობს სერვისის დახვეწვას, გაუმჯობესებას, მოდერნიზებას, მომსახურების ცალკეული პირობების დაზუსტებასა და წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებას.

6.6. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები არ მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მომსახურების პირობების ცვლილებებთან მიმართებაში.

7. ტექნიკური ხარვეზი და მისი აღმოფხვრის პირობები

7.1. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას შეიძლება ადგილი ჰქონეს ტექნიკურ ხარვეზს და მისგან შედეგობრივად მომსახურების დროებით შეფერხებასა და აგრეთვე შეუძლებლობას, რაც არ შეიძლება განიხილებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად.

7.2. ოპერატორი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას საკუთარი ქსელის ფარგლებში ის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც აფერხებს და შეუძლებელს ხდის აბონენტისათვის მომსახურების გაწევას.

7.3. ის ტექნიკური ხარვეზი, რომლის მოქმედების არიალი სცილდება ოპერატორის ქსელს და წარმოადგენს აბონენტის მხარეს, აღმოფხვრას ექვემდებარება აბონენტის ხარჯით, რომელიც წინსწრებით უნდა იქნეს გადახდილი.

7.4. ტექნიკური ხარვეზი, თუ საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აღმოფხვრას ექვემდებარება გონივრულ (მაქსიმალურად სწრაფ) ვადაში, არსებული შეფერხების მასშტაბის გათვალისწინებით.

7.5. საჭიროებისას, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად აბონენტი ვალდებულია სათანადო ხანგრძლივობით დაუშვას ოპერატორი მის ტექნიკურ მოწყობილობებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერატორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გადაცდომაზე.

7.6. ოპერატორს არ ეკისრება ვალდებულება, შესაბამისად პასუხისმგებლობა, აბონენტის ტექნიკური მოწყობილოებების გამართულადექსპლოატაციის უზრუნველყოფასა და მათ შეკეთებაზე.

7.7. ოპერატორი უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევაში განახორციელოს გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები, რასაც შედეგობრივად შეიძლება სდევდეს აბონენტისათვის მომსახურების გაწევის შეფერხება. აღნიშნულის თაობაზე აბონენტს ეცნობება წინასწარ.

7.8. ოპერატორის ხარჯით დასაფინანსებელი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის (მათ შორის პროფილაქტიკური სამუშაოების) პერიოდში აბონენტს არ ერიცხება რაიმე საფასური და ამ ხნის განმავლობაში ჩერდება ოპერატორის მიმართ მიმდინარე ვალდებულების შესრულების ვადა, ხოლო ვადადამდგარი ვალდებულების შესრულება კი გადაუვადდება ამ პერიოდით.

8. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება

8.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და აბონეტისაგან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების საფასური მითითებულია ოპერატორის ვებ-გვერდზე, რომელსაც აბონენტი დეტალურადაა გაცნობილი და რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.

8.2. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს საავანსო / სადეპოზიტო წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ აბონენტს ამ ხელშეკრულებით გათვალსწინებული ძირითადი, დამატებითი და ოპერატორის მიერ ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4-ე პუნქტის მიხედვით აბონენტისათვის გადახდევინებას დაქვემდებარებული მესამე პირთა მომსახურების გაეწევა იწარმოებს მის (აბონენტის) მიერ ოპერატორისათვის წინსწრებით გადახდილი საავანსო თანხის ფარგლებში.

8.3. ანგარიშსწორების ფორმა და გადახდის წესი მითითებულია ოპერატორის ვებ-გვერდზე, რომელსაც აბონენტი დეტალურადაა გაცნობილი.

8.4. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.

8.5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურების საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების მიზნებისათვის გამოიყენება გადახდის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კონვერტაციის კურსი.

8.6. აბონენტის საავანსო თანხიდან კონკრეტული მომსახურების საფასურის დაფარვის რიგითობას დამოუკიდებლად და საკუთარი არჩევანით განსაზღვრავს ოპერატორი.

8.7. ოპერატარი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით, საავანსო თანხის გადახდის გარეშე ერთჯერადად და/ან მრავალჯერადად ასარგებლოს აბონენტი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით, რომლის სრული ღირებულება ამ უკანასკნელის მიერ გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 10 დღის ვადაში.

8.8. მხარეთა ანგარიშსწორებისას პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (ასეთის არსებობისას) და შემდგომში კი ძირითადი ფულადი ვალდებულება.

8.9. გაწეული მომსახურებისა და მის მიხედვით აბონენტისათვის გადასახდელად დარიცხული ღირებულების შესახებ ინფორმაციას ოპერატორი ყოველთვიურად წარუდგენს აბონენტს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით, თუ საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8.10. აბონენტისათვის მომსახურების საფასურის დარიცხვა წარმოებს საბილინგო მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიმართ, ვიდრე სხვა რამ არ იქნება დამტკიცებული, ვრცელდება უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

8.11. აბონენტი ვალდებულია ოპერატორთან მუდმივად იქონიოს ანგარიში აქტიურ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს არაუმეტეს 10 დღეზე მეტი უწყვეტი ვადის განმავლობაში: (1) ოპერატორთან ნულოვანი საავანსო თანხის ფლობის დაუშვებლობას ან (2) ამ მხნის განმავლობაში ოპერატორის სასარგებლოდ საგადამხდელო ტრანზაქციების განუხორციელებლობისდაუშვებლობას (თუკი ამ პერიოდში მიმდინდარე საავანსო ანგარიში არ აღემატება 5 ლარს).

9. პასუხისმგებლობა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში აბონენტს ოპერატორის გადაწყვეტილებით შეიძლება დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით, რომლის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელი თანხის 20%-ს. ამასთან პირგასმტეხლოს დარიცხვა და მისი გადახდა არ ათავისუფლებს აბონენტს ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.

9.3. ვალდებულების შეუსრულებლობისა და შესაბამისად მისი დარღვევის შემთხვევაში აბონენტის მიმართ დამატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიებები როგორიცაა მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა. ამასთან, ამ ღონისძიებების გამოყენება იწარმოებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებითა და წესით.

9.4. აბონენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში ის ვალდებულია აუნაზღაუროს ოპერატორს ყველა ის ხარჯი, რომელიც ამ უკანასკნელმა გაწია მისი აბონენტად აყვანისა და მომსახურების ორგანიზებისათვის.

9.5. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. დაუძლეველი ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, კერძოდ წყალდიდობა, მიწისძვრა, ომი და საომარი მოქმედებები, სამთავრობო ორგანოების მოქმედება დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მიღებასა და ცვლილებებთან, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივ სტატუსსა და რეჟიმს.

10. დავის გადაწყვეტის მექანიზმი

10.1. მხარეები თანხმებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა განიხილება და გადაწყდება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესით.

10.2. სამართლებრივი დავის არიდებისა და აბონენტის, როგორც მომხმარებლის ინტერესების/ უფლებების დაცვის მიზნით, ოპერატორი უზრუნველყოფს შიდა საპრეტენზიო სამსახურის ფარგლებში მომსახურებასთან დაკავშირებული აბონენტის ყველა სახის პრეტენზიის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას.

10.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ოპერატორის შიდა საპრეტენზიო სამსახურით აბონენტების პრეტენზიების მიღება, განხილვა და გადაწყვეტა იწარმოებს ოპერატორის მიერ დამტკიცებული დებულებით, რომელიც გამოქვეყნებულია მის (ოპერატორის) ვებ-გვერდზე.

10.4. აბონენტი არ არის შეზღუდული წინამდებარე მუხლის 10.2-ე და 10.3-ე პუნქტებით გათვალისწინებული საპრეტენზიო სამსახურის ფარგლებში მოახდინოს საკუთარი ინტერესებისა თუ პრეტენზიების რეალიზება.

10.5. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობისა და მის გადაწყვეტაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მას განიხილავს და გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამასთან მხარეები თანხმდებიან იმაზეც, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით.

11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

11.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ოპერატორის მიერ აბონენტის განაცხადის აქცეპტირება / დადასტურების დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით.

11.2. წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იგივე ვადითა და პირობებით, თუ ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე არცერთი მხარე არ გამოთქვამს მისი შეწყვეტის სურვილს.

11.3. წინამდებარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და საფუძვლით.

12. დასკვნითი დებულებები

12.1. წინამდებარე ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

12.2. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ გამოიწვევს ხელშეკრულების სხვა ნაწილების ბათილობასა და ძალადაკარგულობას, თუ აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია შეთანხმებული საგნის მიღწევა.

12.3. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის კომუნიკაცია შეიძლება წარიმართოს ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებულ ფორმატში.

12.4. კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში მხარეები ვალდებულები არიან მიუსადაგონ წინამდებარე ხელშეკრულება ამ ცვლილებებს.

12.5. ყველა ის საკითხი, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12.6. ოპერატორი უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) მაღალი ხარისხის დაცვას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში აბონენტი უფლებამოსილია ყოველგავარი კომპენსაციის გადახდისა და გაფრთხილების გარეშე ვადაზე ადრე მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.

12.7. წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს აბონენტის განაცხადი და ოპერტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მომსახურების პირობები და ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა აქტები, რომელიც აბონენტმა სამოქმედოდ აღიარა სააბონენტო განაცხადით.

12.8. წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ვალდებულები არიან დაუყოვნებლივ ერთმანეთს შეატყობინონ ამავე ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების ცვლილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილ ყოველ შეტყობინებას სდევს იურიდიული შედეგები, მიუხედავად იმისა ადრესატს ფაქტობრივად ჩაბარდება თუ არა აღნიშნული შეტყობინება.

12.9. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის ვალდებულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ოპერატორის იურიდიული მისამართი.

ჩაერთე ჩვენს ქსელში და დარეკე შეერთებული შტატებიდან საქართველოში.