კონფიდენციალობა და უსაფრთხოება

განაცხადი კონფიდენციალურობის შესახებ

შ.პ.ს. "ტელე1" (შემდეგში წოდებული როგორც “ტელე1” ან “ჩვენ”) მოხარულია/მოხარული ვართ რომ ეწვიეთ ამ ვებ-გვერდს (შემდეგში წოდებული როგორც "ვებგვერდი") და გამოხატეთ ინტერესი ჩვენი სერვისების და პროდუქტების მიმართ.

ჩვენი კონფიდენციალურობის პრინციპები

თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის პატივისცემა და დაცვა ჩვენი ბიზნესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. კონფიდენციალურობის პრინციპების გაზიარებით, ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ინდივიდუალური მომხმარებლები უკეთესად გაეცნობიან თუ როგორ ვიცავთ მომხმარებლის ინფორმაციას მისი გამოყენების დროს სერვისებისა და პროდუქტების უზრუნველსაყოფად.

ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ და გადავცეთ ამ ვებ-გვერდით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია შემდეგ პირებს: ტელე1 ჯგუფის წევრ ნებისმიერ კომპანიას, მათ ფილიალებს, წარმომადგენლებს ან ინფორმაციის პროვაიდერებს; ნებისმიერ სხვა პიროვნებას ან იურიდიულ პირს მომხმარებლის თანხმობით; ან თუ გვაქვს უფლება ან მოვალეობა ან ნებართვა ან იძულების წესით ვალდებულნი ვართ გავაზიაროთ ამგვარი ინფორმაცია კანონის საფუძველზე. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავავრცელოთ, გადავცეთ ან დავამუშავოთ ამგვარი ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის საშუალებით, შესაბამისობისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის ინფორმაციას

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას სერიოზულად დავიცვათ ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული გარანტიები, რომლებიც შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს, იმ მიზნით რომ შევინახოთ და დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი გამოყენებისა და წვდომისგან, შეცვლისა და განადგურებისგან. ჩვენი პრინციპები და პროცედურები შემუშავებულია მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით და წესებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის მიღწევით. ჩვენი თანამშრომლები პასუხს აგებენ ამ პრინციპების, პროცედურების, წესების და რეგულაციების დაცვაზე.

ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვინახავთ მომხმარებლის ინფორმაციას მხოლოდ სათანადო მიზნებისთვის

მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვუზრუნველყოთ მომსახურების უმაღლესი დონე, მოვახდინოთ ბიზნესის ადმინისტრირება, ვმართოთ ჩვენი რისკები, ხელი შევუწყოთ ჩვენს სერვისებს და პროდუქტებს და დავიცვათ შესაბამისი კანონები და რეგულაციები.

ტელე1-ის მომხმარებლებს აქვთ საშუალება მოითხოვოთ საკუთარი ანგარიშის წაშლა. საჭიროა დარეგისტირებული ელ-ფოსტიდან მოხდეს info@tele1.ge ელფოსტაზე ოფიციალური წერილის გამოგზავნა ანგარიშის წაშლის შესახებ.

ჩვენ ვუზიარებთ მომხმარებლის ინფორმაციას ფილიალებს და სხვა პირებს, როდესაც გვჯერა რომ ამგვარი გაზიარება განავითარებს მომხმარებლისთვის მიწოდებულ სერვისებსა და პროდუქტებს ან სამართლებრივი და ბიზნეს მიზნებისთვის

ჩვენ ვუზიარებთ მომხმარებლის ინფორმაციას ფილიალებსა და ბიზნეს დეპარტამენტებს, როდესაც გვჯერა, რომ ამგვარი გაზიარება განავითარებს სერვისებს, რომლებსაც მივაწოდებთ მომხმარებლებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ამგვარი გაზიარება შეესაბამება კანონს, სხვა შესაბამის კონფიდენციალურობის შეთანხმებას, ჩვენს პრინციპებსა და პრაქტიკას ან როდესაც მომხმარებელი დაეთანხმება ამგვარ გაზიარებას.

ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლების შესახებ არსებული ინფორმაცია გავაზიაროთ კანონის ფარგლებში. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ინფორმაცია მარეგულირებელ და კანონის აღმასრულებელ ორგანოებს, რომლებიც ჩვენზე ახორციელებენ იურისდიქციას ან თუ ამგვარი გაზიარება ჩვენი ვალდებულებაა შესაბამისი კანონით და ეს გაზიარება ხელს შეუშლის თაღლითობას.

პერიოდულად, ჩვენ ვდებთ ხელშეკრულებებს სხვა კომპანიებთან რომ გაგვიწიონ მომსახურება ან მოგვაწოდონ სერვისები და პროდუქტები მომხმარებლებისთვის. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე, კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ეს ინფორმაცია და გამოიყენონ მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებული მიზნებისთვის.

ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ კონფიცენდიალურობის შესახებ განაცხადს (შემდეგში წოდებული როგორც „განაცხადი“)

თუ არ ეთანხმებით ამ განაცხადს, არ განაგრძოთ ამ ვებგვერდის გამოყენება. ეს განაცხადი შესაძლებელია განახლდეს პერიოდულად. შესაბამისად, გთხოვთ რეგულარულად გადაამოწმოთ ეს განაცხადი.

რა არის ამ განაცხადის მიზანი და მოქმედების სფერო?

ტელე1, მისი შვილობილი კომპანიები და ფილიალები მუდმივად იცავენ პერსონალურ ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვიღებთ ვებ-გვერდის მომხმარებლებისგან. შესაბამისად, ტელე1-მა შეიმუშავა ეს განაცხადი იმ მიზნით რომ აღწეროს თუ რა სახის მონაცემები და როგორ იქნება ეს მონაცემები შეგროვებული ამ ვებ-გვერდის მომხმარებლებისგან, ასევე ის მიზნები თუ რისთვის შეაგროვებს, გააზიარებს ან გამოაშკარავებს ამ მონაცემებს ტელე1. ტელე1 ასევე ხაზს უსვამს იმ გამაფრთხილებელ ზომებს, რომლებიც მიიღება თქვენი მონაცემების დაცვის მიზნით.

ეს განაცხადი ეხება ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც იღებს ტელე1 თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენებით. ეს არ ეხება ნებისმიერ ინტერნეტ ვებ-გვერდს, რომელსაც დაგაკავშირებთ ეს ვებ-გვერდი და რომლებიც კონტროლდება მესამე მხარეების მიერ (შემდეგში წოდებული როგორც „მესამე მხარის ვებ-გვერდები“). გთხოვთ გადახედოთ მესამე მხარის ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადებს, ვინაიდან ტელე1 არ არის ვალდებული და არ გააჩნია არავითარი გავლენა მესამე მხარის ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე ან შინაარსთან.

ამ განაცხადის პირობები ექვემდებარება ნებისმიერ დამატებით პირობებს უფლებების უარყოფასთან დაკავშირებით ან სხვა სახელშეკრულებო ნორმებს, რომლებიც თქვენ დადეთ ტელე1-თან, როგორიცაა მომხმარებლის კონფიდენციალურობის განაცხადები ან შეტყობინებები, და სხვა შესაბამისი სავალდებულო კანონები და რეგულაციები.

დამუშავებული მონაცემების ტიპები

სანავიგაციო მონაცემები

ტექნოლოგიური სისტემებისა და პროგრამების პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია ამ ვებ-გვერდის მუშაობისთვის, მათი ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, აგროვებს პერსონალურ მონაცემებს. ეს პერსონალური მონაცემები შეადგენს იმ მონაცემებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინტერნეტის გამოყენების დროს მიიღება (TCP/IP პროტოკოლის საფუძველზე).

ამ ინფორმაციის შეგროვება არ ხდება კონკრეტულ პირებთან ამ მონაცემების დაკავშირების მიზნით. თუმცა, ბუნებრივად, მესამე პირების მიერ მონაცემების დამუშავებისა და შედარებით, შესაძლებელია ვებ-გვერდის გამომყენებელი პირების იდენტიფიცირება.

ამ კლასის ინფორმაცია შეიცავს IP მისამართებს ან მომხმარებლის კომპიუტერების დომენ სახელებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (URI, Uniform Resource Identifier ფორმატში), მოთხოვნის დროს, ვებ სერვერთან მოთხოვნის გაგზავნის მეთოდს, მოთხოვნის შედეგად მიღებული ფაილის ზომას, ვებ სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის სტატუსის შემცველ ციფრობრივ კოდს (წარმატებით, შეცდომა, ა.შ.…) და სხვა პარამეტრებს, რომლებიც დაკავშირებულია საოპერაციო სისტემასა და მომხმარებლის ტექნიკურ გარემოსთან. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციისთვის, რომელიც ეხება ვებგვერდის გამოყენებას და ამ ვებგვერდის სწორად ფუნქიონირების კონტროლს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი პიროვნების გამოძიების მიზნით, რომელმაც ჩაიდინა კომპიუტერული დანაშაული და მიაყენა ზიანი ვებგვერდს ან მონაცემთა დამუშავების ერთეულის სტრუქტურას ან სხვა დაკავშირებულ ვებგვერდებს. თუ ამგვარი გამოძიება არ განხორციელდა, მონაცემები განადგურდება რამდენიმე დღეში.

მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული მონაცემები

როდესაც ტელე1-ის ვებგვერდის მისამართების სექციაში მითითებულ მისამართებზე ხდება ელექტრონული წერილების გაგზავნა, ეს ნიშნავს მომთხოვნი მხარის პერსონალური მონაცემების გარკვეული ნაწილის მიღებას, ელექტრონული მისამართის ჩათვლით (რომელიც აუცილებელია მიღებულ მოთხოვნაზე პასუხის გაცემის მიზნით).

კონკრეტული შეტყობინებები გამოისახება ან შეინახება ვებგვერდის იმ გვერდებზე, რომლებზეც გამოქვეყნებულია სპეფიციკური სერვისები, რომლებიც შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას.

ბმულები (Cookies)

ბმულები არ გამოიყენება პერსონალური მონაცემების გადაგზავნის მიზნით. არანაირი მუდმივი ბმული არ არის გამოყენებული (მუდმივი ბმული არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მონიტორინგს).

ე.წ. დროებითი ბმულების გამოყენება (რომლებიც დროებით არის შენახული მომხმარებლის კომპიუტერის მიერ და ჩვეულებრივ წაიშლება როდესაც ვებ-ბრაუზერი არ არის გამოყენებაში) მკაცრად განსაზღვრულია მხოლოდ ვებ-გვერდის გამოყენების საიდენტიფიკაციო მონაცემის გადაგზავნის მიზნით (მოიცავს ტელე1 ვებ სერვერის მიერ შექმნილ შემთხვევით ციფრებს) რომელიც აუცილებელია ვებგვერდის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის.

ტელე1 ვებგვერდის მიერ გამოყენებული დროებითი ბმულები გამორიცხავენ სხვა ტექნიკური პროცედურების მიღების აუცილებლობას,რომლებიც წარმოადგენენ მომხმარებლის სანავიცაგიო კონფიდენციალურობის პოტენციურ საფრთხეს. ეს ბმულები არ აგროვებენ მომხმარებლის იდენტიფიცირების შემცველ პერსონალურ მონაცემებს.

პერსონალური მონაცემების გადაგზავნის არასისტემატიური ბუნება

ზემოთხსენებული სანავიგაციო მონაცემების გარდა, მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ პერსონალური მონაცემები შეიყვანონ ელექტრონულ ფორმებში, რომლებიც განკუთვნილია ვებგვერდის სერვისების მიღებისთვის. გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ სერვისების მოთხოვნა შესაძლებელია ვერ დაკმაყოფილდეს თუ ეს მონაცემები არ იქნა შევსებული.

ვის ვუზიარებთ ვებგვერდიდან მიღებულ ინფორმაციას?

ტელე1-ს შეუძლია გაუზიაროს თქვენი ინფორმაცია მის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს და ფილიალებს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით ან გარეთ იმ მიზნით რომ მოხდეს ტელე1 მომსახურებების განხორციელება. ჩვენი თანამშრომლები, წარმომადგენლები, ფილიალები და მესამე მხარე-პროვაიდერები, რომლებსაც აქვთ წვდომა ვებგვერდიდან მიღებულ პერსონალურ მონაცემებზე, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა.

საერთაშორისო დონეზე პერსონალური მონაცემების გადაგზავნის დროს, ჩვენ ვუზრუნველყოფთ შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვას, მაგალითად, ისეთი ხელშეკრულებების დადებას, რომელთა მიხედვით თქვენი ინფორმაციის მიმღებები ინარჩუნებენ მონაცემთა ადეკვატურ დაცვას.

ჩვენ ასევე შეგვიძლია გავუზიართო თქვენი ინფორმაცია სამთავრობო ორგანოებს ან დაწესებულებებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან სხვა პირებს შესაბამისი წესების, ბრძანებების, სასამართლო უწყებების, ოფიციალური მოთხოვნების ან მსგავსი პროცესების შესაბამისად, რომლებიც მოითხოვება ან დაიშვება შესაბამისი კანონით.

პროცედურებისა და უსაფრთხოების ზომების მიღება

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ავტომატური და არა-ავტომატური მოწყობილობით. ეს მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ პერიოდით, რა ვადაც საჭიროა იმისთვის რომ შესრულდეს ის ოპერაცია, რისთვისაც საჭირო გახდა მონაცემის მიღება.

კონკრეტული უსაფრთხოების ზომების დაცვა უზრუნველყოფილია იმ მიზნით რომ არ მოხდეს მონაცემების დაკარგვა, არასწორი ან უკანონო გამოყენება და არაუფლებამოსილი წვდომა. ვებგვერდის იმ სექციებში, რომლებიც ეხება კონკრეტულ სერვისებს, როდესაც პერსონალური მონაცემი მოთხოვნილია მომხმარებლისგან, მონაცემები დაციფრულია უსაფრთხოების ტექნოლოგიური რესურსის მიერ, რომელსაც ეწოდება Secure Sockets Layer(SSL). SSL ტექნოლოგია კოდიფიცირებას უკეთებს ინფორმაციას მანამ, სანამ მოხდება მისი გადაგზავნა ინტერნეტით მომხმარებლის კომპიუტერიდან ტელე1-ის ცენტრალურ სისტემებში. ეს ინფორმაცია გაუგებარია არაუფლებამოსილი მესამე პირებისთვის იმ მიზნით რომ ვუზრუნველყოთ ამ გზით გადაგზავნილი ინფორმაციის უსაფრთხოება. SSL მოითხოვს შესაბამის ვებ-ბრაუზერს, რომელიც შეძლებს უსაფრთხოების გასაღებების დაშვებას, რომელთა მინიმალური სიგრძეა 128 ბიტი, რაც ამყარებს უსაფრთხო კავშირს ტელე1-ის ცენტრალურ სისტემებთან.

რა უსაფრთხოების ზომები განხორციელდა მონაცემების დაცვის მიზნით?

ტელე1 იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს იმ მიზნით, რომ მიზანშეწონილად დაიცვას პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, შემთხვევითი ან გამიზნული მანიპულაციისგან, დაკარგვის ან განადგურებისგან.

რა უნდა გავითვალისწინოთ მონაცემების ინტერნეტით გადაცემის დროს?

ინტერნეტი ზოგადად არ არის მიჩნეული უსაფრთხო გარემოდ და ინტერნეტის საშუალებით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება მიიღონ არაუფლებამოსილმა მესამე პირებმა, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გამჟღავნებას, შინაარსის ცვლილებას ან ტექნიკურ ხარვეზებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ორივე გამგზავნი და მიმღები იმყოფებიან ერთსა და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება გაგზავნილ იქნას საზღვრებს გარეთ და გადაეგზავნოს ისეთ ქვეყანას სადაც არის მონაცემების დაცვის უფრო დაბალი დონე ვიდრე თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე როდესაც ხდება მისი გადაგზავნა ინტერნეტიდან ტელე1-მდე. იმ მიზნით რომ დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება, გვსურს შეგახსენოთ რომ შეგიძლიათ აირჩიოთ ტელე1-თან კომუნიკაციის სხვა საშუალება, როდესაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.

მოზარდები

ტელე1 გაცნობიერებულად არ იყენებს ვებგვერდს იმ მიზნით რომ მოითხოვოს მონაცემები მოზარდებისგან ან პირებისგან რომელთა ასაკი არის 18 წლამდე.

კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადის ვარიანტები

გამომდინარე იქედან, რომ ავტომატური საკონტროლო მექანიზმები არ არის დაზღვეული შეცდომებისგან, უმოქმედობისგან და ა.შ., აქ მოცემული დოკუმენტი ჩაითვლება ვებგვერდის კონფიდენციალურობის განაცხადად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს დოკუმენტი განახლდება პერიოდულად (დოკუმენტის სხვადასხვა ვარიანტების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება).

თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდებამოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენსმიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალურიმონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ისშესრულების მიზნებისთვის.

ჩაერთე ჩვენს ქსელში და დარეკე შეერთებული შტატებიდან საქართველოში.