რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ?

პოპულარული კითხვები: როგორ ვნახო ჩემი ნომერი და ბალანსი?, როგორ გავიარო ვერიფიკაცია?
უკან დაბრუნება

როგორ შევავსო ბალანსი TBC ინტერნეტ-ბანკით?

1. შედით თქვენს თიბისი ინტერნეტ ბანკში და ზემოთ მენიუში აირჩიეთ "გადარიცხვები", შემდეგ "კომუნალური გადახდები".

2. გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს "ახალი გადახდა".

3. ძებნაში ჩაწერეთ "TELE1" და გამოსულ სერვისში დააჭირეთ "TELE1 - სააბონენტო"-ს.

4. აბონენტის ნომერში მიუთითეთ თქვენი TELE1-ის ნომერი და დააჭირეთ ღილაკს "შემოწმება". თუ როგორ ნახოთ თქვენი ნომერი, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

5. მიუთითეთ სასურველი თანხა და დააჭირეთ ღილაკს "გადახდა".

6. შემდეგ გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა გადაამოწმოთ თქვენი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს "დადასტურება".

7. გადახდის დასრულების შემდეგ, თქვენ მოგივათ შეტყობინება ნომერზე ბალანსის წარმატებით შევსების შესახებ.

უკან დაბრუნება